Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!

ნახვები: 580 პაატა მანჯგალაძე - იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!

იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის, როგორც რუსული, ისე ანტიევროპული.

„როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ამას ნეგატიურად აფასებს, ასევ გაეროს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამასთან, ახლა „ფეისბუკიც“ რაღაცას ბლოკავს და გეუბნება არაავთენტური და ყალბია, აქეთ მხარეს კი, მოსწონს რუსეთს და პესკოვს, მაშინ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს? არის, კი ის გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს გაერთიანებისკენ? - არ არის! არის ეს გზა სამუშაო ადგილების შექმნისკენ მიმართული? -არ არის! არის ემიგრანტების დაბრუნებისკენ გზა? - არ არის! მაშინ, რად გვინდა ხელისუფლება, რომელსაც არც სამუშაო ადგილები მოაქვს, არც ემიგრანტებს აბრუნებს, არც ერთიანობა მოაქვს, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება?“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა