ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მამუკა მდინარაძე - ლევან ბერძენიშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ დონორების ფული იხარჯება პოლიტიკური საქმიანობისთვის

ნახვები: 634 მამუკა მდინარაძე - ლევან ბერძენიშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ დონორების ფული იხარჯება პოლიტიკური საქმიანობისთვის

ისინი აღიარებენ, რომ დონორების ფული იხარჯება პოლიტიკური საქმიანობისთვის, პირდაპირი აღიარებაა, ანუ, არალეგიტიმური ფულია. კაცს პირდაპირ უღიარებია, რომ პოლიტიკას პრობლემა შეექმნებაო, მეტი აღიარება რა გინდათ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ლევან ბერძენიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მდინარაძეს ჰკითხეს ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „გამჭვირვალობაზე პროექტს თუ გაიტანენ, ჩათვალეთ, არჩევნები აღარ ჩატარდება, მათ რიგებში, ვინც თურმე 20%-ით ფინანსდება, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი“.

მდინარაძის თქმით, დასამალი თუ არაფერი აქვთ, დეკლარაცია უნდა შეავსონ და ყველაფერი დასრულდება.

„გამჭვირვალეობის პრობლემა არ არისო და საუბარია დეკლარაციის შევსებაზე. ამას რუსულს რატომ ეძახიან, იცით? იქ რაღაც ხდება ისეთი, რომ არ ვიცოდეთ და ეს მაგალითებიც არ გვქონდეს, თავს იკლავენ და მთელი ძალა აქვთ გადატანილი იქით, რომ საქართველომ ის კანონი არ მიიღოს, რასაც იღებს ევროკავშირი. ჩვენი კანონი ეხება რუსულსაც, ჩინურსაც და ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც. ხომ არ გამოგვიყვია, რომ რომელიმეს არ შეეხება? რუსულს რომ ეძახით, მათ შორის რუსულსაც შეეხება და საფრთხეების დაზღვევას. რუსული ფული ლაკა ხოშტარიასაც გაუჩერდება და ეს არ გინდათ. მათ, დეკლარაციის შევსების გარდა, სხვა ვალდებულება არ გააჩნიათ. მათ აღიარეს, რომ უცხოური ფული, რომელიც სხვა მიზნობრიობით შემოდის, მათ შორის, იხარჯება პოლიტიკაში და ზუსტად ამას ვამტკიცებდით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა