ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 639 მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი

რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც კაცო. ხან ჩუმად ხვდებიან, ხან ღიად - ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია.

„რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც, კაცო. ხან ჩუმად ხვდებიან, ხან ღიად, დამთავრებული ამბავია. ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“, ერთ-ერთი, ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე იმას მაინც არ კადრულობდა საპატრიარქოს და ა.შ. თავს დასხმოდა. ახლა ბერძენიშვილების დონეზე ჩავიდა და ამასაც კადრულობს. მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია, ახლა ამ შეხვედრას აქვს, რომ რუსულ კანონად წოდებული ტყუილი, საუკუნის აფიორა...

საერთო გეგმა ექნებათ, ჩემი აზრით, რადიკალიზაცია. ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ძალიან ღირსეულ მომავალ თაობას, სტუდენტებს, რა ტყუილი აკადრეს ამ ხალხმა, ყველამ ერთად, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმაც. რა ტყუილი აკადრა შარშან საზოგადოებას, ჩვენ წელს დავუმტკიცებთ.

მათგან ველოდებით რადიკალიზაციას, რომელიც კრახით დასრულდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა