Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება

ნახვები: 577 დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება

რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში ხარჯავენ ფულს არასამთავრობო ორგანიზაციები.

„გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, ვინ რა თანხას ხარჯავს, არაფერი არ არის არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი სეგმენტი. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგალითად, ენჯეოსექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს. ენჯეოსექტორი, ისიც მისი კონკრეტული ნაწილი, რომელიც პოლიტიკასთან არის აფილირებული, გახლავთ ერთადერთი თეთრი ლაქა, რომლის მიერ გაღებულ ხარჯებზე საზოგადოებას არანაირი წარმოდგენა არ აქვს. ერთი წლის წინ შეეცადნენ და ნაწილობრივ დააჯერეს საზოგადოებას ტყუილი, მათი მღელვარება გამოიწვიეს.

ვუტრირებ, მაგრამ ისინი როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონი არის რუსული კანონი, ამით თქვეს, რომ ტელევიზორი არის მაცივარი. კანონპროექტში ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ ენჯეოსექტორი, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოური, ვალდებულია, მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსოს დეკლარაცია და ეს გაასაჯაროოს. ამ კანონში მეტი არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს. რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მიიღო ამ ერთი წლის განმავლობაში. იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ კანონპროექტი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა დონორებმა არ შეასრულეს პირობა, რომ გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს. ამიტომ დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა