ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თაკო ჩარკვიანი - განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი

ნახვები: 639 თაკო ჩარკვიანი - განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი

განახლებულ „ნაციონალური მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, პარტიის საქმეა, დაიბრუნებენ თუ არა ხატია დეკანოიძეს.

„ჩემი დამოკიდებულებით, რაც უფრო ნაკლები პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ეყოლება ახალ გუნდს, მით უკეთესია მათთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მართლაც ახალი გუნდია: ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაიშვილი, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ფარულავა, თვითონ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე, სიკეთის მეტი ამ ბიჭს არაფერი გაუკეთებია. რაც უფრო ნაკლები ეყოლებათ ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი, რომელსაც კი არაფერი დაუშავებია, მაგრამ ჩემთვის და ჩვენნაირებისთვის დააშავა, ხმას რომ არ იღებდა. დღეს გამოდის და ლაპარაკობს, თურმე მაშინ დარღვევები იყოო. მე არ მახსენდება მაშინ პოლიციის აკადემიის უფროსი ხატია დეკანოიძე. რაც უფრო ნაკლებ ტიპს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ნამდვილად განახლებულია, მით უკეთესი იქნება მათთვის. დანარჩენი მათი საქმეა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება, თუმცა თავად ხატია დეკანოიძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა