მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა
მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებმა პარლამენტში დაპირისპირება გამოიწვია

01.04.2024 ნახვები: 603

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები არის პროპაგანდისტული ტრიუკი და თვალთმაქცობა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველა პრინციპს თავდაყირა აყენებს - წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ პარტიული ელიტის ინტერესებს ემსახურება! - აღნიშნული განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

“ქართული ოცნების“ ინიციატივა ცხარე დისკუსიის საგანი იყო პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, კანონში დაგეგმილი ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლის, არაფერი ახალი არ ხდება, პროპორციული სისტემა რჩება და დეპუტატს, რომელსაც საარჩევნო სიაში “დელეგატი“ ეწერება, არავითარი დამატებითი სახელმწიფოებრივი, იურიდიული თუ ადმინისტრაციული უფლებამოსილება არ ექნება.

“სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საარჩევნო პროპაგანდისტული ამბავია და სხვა არაფერი! წარმოდგენილი ცვლილებებით მაჟორიტარი არ გაჩნდება - ეს არ არის საკანონმდებლო ცვლილება, არ არის სისტემის ცვლილება, მაგრამ გვჭირდება პროპაგანდისტულად!

ადგილი აქვს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გამიზნულ მცდელობას - არის მცდელობა იმისა, რომ რაიონებში პარტიის სასარგებლოდ მაჟორიტარების რესურსი ბოლომდე ამოიწუროს, ხოლო სინამდვილეში ამომრჩეველიც და მაჟორიტარიც ნაკლებად გვაინტერესებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა