Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

ნახვები: 577 ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა რუსეთის ძალებისგან დასახლების გათავისუფლების მეორე წლისთავზე. მან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან სანთელი დაანთო ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივსაცემად. მემორიალზე ამოტვიფრულია რუსი სამხედროების მიერ მოკლულთა სახელები.

ამჟამად მემორიალზე 509 მოქალაქის სახელია, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.

„ამ ომს აქვს გლობალური მნიშვნელობა. ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე, რადგან სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენის სახელმწიფოს დაცვით, ადამიანობა იმარჯვებს. იმისთვის, რომ სხვების წინააღმდეგ ასეთი აგრესია დაეწყო, რუსეთმა ჯერ გაანადგურა საკუთარ თავში მორალი, ძალადობა და სიძულვილი კი თავის იდეოლოგიად აქცია. ასეთი სისტემები თავისით არ ჩერდება. მათ ძალა და ერთიანობა აჩერებთ, აჩერებთ სიმტკიცე და იმის გაცნობიერება, თუ რისი განადგურება სურთ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის არმია ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, 33-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ბუჩას რაიონში ცხრა ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და 1 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩა 31 მარტს გაათავისუფლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა