Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს ვინ იყო ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ

ნახვები: 581 ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს ვინ იყო ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ

ვინ არის „ლელო“ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ეს კაცი არის გასამართლებული, კრიმინალი, დამნაშავე და თაღლითი, მას დაუმტკიცდა თაღლითობა, მან გაძარცვა საკუთარი ბანკი, გაძარცვა ინვესტორები და ეს ყველაფერი არის დამტკიცებული სასამართლოს მიერ, ეს ხაზარაძე ედავება ჩვენს სახელმწიფოს მილიარდნახევარ დოლარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძე ქვეყანას ედავება თანხას იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა.

„ადამიანს ექვსი წელი ჰქონდა, რომ აეშენებინა, რაღაც გაეკეთებინა, გადააგდო ინვესტორები, მათი ფული გამოიყენა, თვითონ სამი მილიონი აქვთ დახარჯული მას და მის პარტნიორ ჯაფარიძეს. ვინ იყო სააკაშვილის დროს ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ თაღლითური სქემების მსხვერპლი. ხაზარაძესთან ხდებოდა ბიზნესმენების გადაფორმება და წართმევა. მას მე ერთხელ მაროდიორი ვუწოდე. მაროდიორობაა, როცა გაჭირვებაში მყოფ ბიზნესმენს ბიზნესს წაართმევ და გადაიფორმებ. ხაზარაძე სააკაშვილის პირადი ბანკირი და რეკეტიორი იყო. საზოგადოებას მინდა, მივმართო, ნახეთ ვინ ჰყავს დღეს ხაზარაძეს, გაიარეთ მისი სია, ან არის „ნაცი“. ან ყოფილი „ნაცი“ ან ევროპელი ნაცი. ყველა არის ერთი ხალხი, მანდ არაფერი ახალი არ ხდება. „ლელოს“ ტაქტიკაც იგივეა, თითქოს „ნაცები“ არიან, მაგრამ შეხედეთ, როგორ არის დაკომპლექტებული. თავიდან ბოლომდე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, საინტერესო არ არის ხაზარაძის ნებისმიერი განცხადება თუ კამპანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა