მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ნინო წილოსანი - ნიკა გვარამიამ უკვე მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან

ნახვები: 621 ნინო წილოსანი - ნიკა გვარამიამ უკვე მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან

ნიკა გვარამიამ უკვე მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

წილოსანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს უარით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გვარამიას პატიმრობას პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონდა.

„ნიკა გვარამიამ უკვე, ამ შემთხვევაში, მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან. პირველ შემთხვევაში იყო „რუსთავის 2“-ის საქმე, რომელზეც ზუსტად ასეთივე სპეკულაციები ვრცელდებოდა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ჩართული იყო საერთაშორისო პარტნიორების რაღაც ნაწილი. ამ შემთხვევაშიც, მან შეძლო და თავი წარმოადგინა, დააჯერა რიგითი ადამიანები და ჯგუფები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე, ქვეყნის გარეთ, რომ მის დაკავებას ჰქონდა პოლიტიკური საფუძვლები. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მისი განაცხადის არმიღებით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას არანაირი პოლიტიკური საფუძვლები არ ჰქონდა და ადამიანის უფლებათა დარღვევას არ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად აქვთ შანსი პოლიტიკაში იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან გასამართლებულები.

„ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალებს პოლიტიკაში კანონის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ, თუმცა პოლიტიკა იმისთვის, რომ იყოს უფრო მაღალი ხარისხის და დაცლილი ამ კრიმინალისგან ამომრჩეველი თავად გააკეთებს ამ არჩევანს კრიმინალებს პოლიტიკაში დაედება და დაესმება წერტილი“, - განაცხადა წილოსანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა