Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ

ნახვები: 581 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიონობით დოლარს ხარჯავს.

„რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით და მილიარდ დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოხდენაზე. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფულს უხდიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს – მგრძნობიარე რეგიონებს. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილს და ევროპას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და გამწვავებული დესტაბილიზაციისგან. როგორც ჩრდილოეთი, ისე ლათინური ამერიკა, ასევე რუსული დაზვერვისა და დამანგრეველი საქმიანობის სამიზნეა. მრავალი თვალსაზრისით, ეს გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებით და იდეებით. მეორეს მხრივ, ასეთი ორგანიზაციის მუშაობა არ შეიძლება, იყოს იაფი და ეს არის მთელი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ამოცანა: ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ფინანსები ჩვენი დაზვერვის მუშაობისთვის – გავაფართოოთ დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის, კონკრეტული მიზნებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა