Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე - დღეს დაიწერა ისტორია, ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია, უბედნიერესი ვარ

ნახვები: 578 კახა კალაძე - დღეს დაიწერა ისტორია, ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია, უბედნიერესი ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

კალაძის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ისტორია დაწერა.

„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიოზე მეთამაშა, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ, ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ. ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დასწყდა, ყველა, ყველა მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები, სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში, გილოცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა