მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, ხელი შეუწყოს ვითარების მოწესრიგებას

ნახვები: 622 ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, ხელი შეუწყოს ვითარების მოწესრიგებას

6 იანვრის შემდეგ, როდესაც მთავრობათაშორისო კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მაქვს საშუალება, ახლა ვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები და ის ქმედებები, რომელიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ორი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობის და ურთიერთგაგების საფუძველზე აგებული თანამშრომლობა. წინა წელს, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანის განცხადებით, დღეს ირაკლი კობახიძეს გააცნო ის პროცესები და მოსაზრებები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ეხება.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზადაა, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველოდებით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამოსწორებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე, სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ,1994 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ვთავაზობთ მეზობელ ქვეყანას, იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანის თქმით, სომხეთი კმაყოფილია საქართველოსთან ურთიერთობებით.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით, მინდა, ვთქვა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მინდა, გაცნობოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა