Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხვიჩა კვარაცხელია - იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები

ნახვები: 578 ხვიჩა კვარაცხელია - იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ 26 მარტის შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი მოიგებს.

„რა თქმა უნდა, ამ თამაშს დადებითი ემოციით ვხვდებით. ველით, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ.

ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ. იმედია, ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთთან გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, მოედანზე ვიბრძოლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, ეს ნაკრები საქართველო იქნება. საბერძნეთის ეროვნულ გუნდს პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქართველოში, ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდეს“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა