ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

ნახვები: 633 ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

UFC-ის პირველმა ქართველი ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის დროს, საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“, გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა