Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სოზარ სუბარი - თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს

ნახვები: 579 სოზარ სუბარი - თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს

გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება იმიტომ იყო აუცილებელი, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ასეთ შემთხვევაში, გვეცოდინება, ვინ საიდან ფინანსდება და ვის ინტერესებს ატარებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარს კითხვა დაუსვეს თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩილ პჩიხოდნიაკის მოსაზრებების შესახებ, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა.

სოზარ სუბარის თქმით, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს.

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მსგავსი დაფინანსებების თაობაზე ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ღიად ატვირთული, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ. ასეთ შემთხვევაში, გვეცოდინება, ვინ საიდან ფინანსდება და ვის ინტერესებს ატარებს. ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია.

„ევროკავშირსა და ჩინეთს ყოველდღე 2,5 მილიარდი ევროს მოცულობის ვაჭრობა აქვს, ჩინეთთან ჩვენმა წლიურმა ბრუნვამ რომ 2,5 მილიარდს მიაღწიოს, ეკონომიკურად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიქნებით და ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება. საქართველოსთვის დიდი პოტენციალია, რომ ჩინეთთან ურთიერთობა გაიხსნას. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ ამერიკას, ევროკავშირს, უკრაინას. ეს ჩვენთვისაც დიდი შესაძლებლობაა, მით უმეტეს, ჩვენ იმ გზაზე ვართ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებულია ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით დღეს, როცა უკრაინის ომის გამო ჩრდილოეთის დერეფანს პრობლემები აქვს, ისრაელში ომის გამო სამხრეთის დერეფანს პრობლემები აქვს, წითელ ზღვაში გემების გატარება გაძნელებულია. ჩვენთვის ამ დერეფნის არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ოპოზიცია ამბობს, რომ ჩინეთთან მეგობრობა საქართველოსთვის არაფრის მომტანია. იმ დღიდან, როცა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში გემების დაბომბვა დაიწყეს, 40 პროცენტით გაიზარდა რუსეთის რკინიგზაზე ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების გამავლობა. ჩვენ გვაკრიტიკებენ და 40 პროცენტით გაიზარდა ტვირთები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდის. მგონი, ამ ფონზე გასაგებია, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია. ამას გარდა, ჩინეთი გაერო-ში უშიშროების საბჭოდ მუდმივი წევრია და მის სიტყვას წონა აქვს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვისაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა