პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

ოლივერ ვარჰეი - გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა

20.03.2024 ნახვები: 534

გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკაშირთან დაახლოებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას.

„მადლობას გიხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მუდმივი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ამ გამოწვევების ეპოქაში. როდესაც რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ევროკავშირის მტკიცედ სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგანაც ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ. ჩვენ არ დავიღლებით ჩვენ ძალისხმევაში მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი გამოწვევბის წელი სამხრეთ კავკასიაში, 100 000 ადამიანის გადაადგილება მთიანი ყააბღიდან. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად და სწრაფად მუშაობენ ჰუმანიტარულიდა ხმარების უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროა ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებისთვის. ისინი ასევე მუშაობენ სომხეთის მთავრობასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჰქონდეთ გრძელვადიანი ინტეგრაცია, მათ შორის განსახლება. ამავე დროს, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი მშვიდობა რეგიონში. ევროკავშირი მზად არის შუამავლობის გასაგრძელებლად და ჩვენ ასევე მზად ვართ ტრანსსასაზღვრო კავშირის ინვესტირებისთვის, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. ეს სარგებელს მისცემს რეგიონის მთელ მოსახლეობას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაძლიერებთ უსაფრთხოების თანამშრომლობას, სექტორულ მუშაობას და ინვესტირებას. გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტის მოახლოების ფონზე, ჩვენ ასევე გვაქვს ერთობლივი მყარი დღის წესრიგი აზერბაიჯანთან, რაც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას და განახლებად ენერგიებში ინვესტიციების გაგრძელებას. ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის უეჭველი პრიორიტეტი. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში, ასევე დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას საზღვარგარეთ. ამ გამოწვევების და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკაშირთან დაახლოებით. შექმიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, სტრატეგიული და მოქნილი რეგიონული დიალოგის და თანამშრომლობის ფორმატით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე ადაპტირებულია სწრაფად მზარდ გამოწვევებთან.

„ამ კონტექსტში, ჩვენ გავაძლიერეთ ჩართულობა უსაფრთხოების, კარგი მმართველობის და სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კუთხით, ასევე მწვანე და ციფრული გადასვლის, ენერგოეფექტურობის და ჯანდაცვის მედეგობის ინვესტირება. აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გაწევრიანების პროცესში მყოფ ახალ პარტნიორებს რეგიონში. დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის დროს, როგორიცაა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, გადამწყვეტი იქნება აღმოსავლეთ პარტიორების პრიორიტეტების გათვალისწინება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა