ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?
გაჯეტებზე დამოკიდებულება - არ დასაჯოთ ბავშვი! ემეგობრეთ და ეთანამშრომლეთ
ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ
ლევან ხაბეიშვილი - ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტას არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაჭირვებული ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად
ლევან ხაბეიშვილი - ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

რას მალავენ ღარიბაშვილი და აზარაშვილი? - "შაბათის ეთერის" ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)

17.03.2024 ნახვები: 569

ირაკლი ღარიბაშვილის კონსპირაციული შეხვედრა ჯანდაცვის ექს მინისტრთან - "შაბათის ეთერმა" ყოფილი პრემიერის კონსპირაციული შეხვედრა მიმდინარე წლის 6 მარტს გადაიღო.

ქრონოლოგია

ავტომობილში დამონტაჟებული კამერა პირველ საეჭვო ობიექტს შავნაბადას მთაზე 6 მარტს აფიქსირებს. S კლასის "მერსედესი" და თეთრი "პრადო" აქ ერთდროულად მოდიან, "მერსედესიდან" გადმოსული მაღალი ტანის კეპიანი მამაკაცი, მანქანას იცვლის და თეთრ "პრადოში" ინაცვლებს, "მერსედესი" კი ტერიტორიას დაუყოვნებლივ ტოვებს. 
მალევე, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, შავნაბადას მთაზე, მართლაც ამოდის შავი ფერის "ლექსუსის" ჯიპი, რომელიც მომლოდინე ავტომობილთან ძალიან ახლოს ჩერდება. 

კეპიანი მამაკაცი თეთრი პრადოდან გადმოდის და ახალმოსულისკენ მიემართება. შავი "ლექსუსის" მგზავრი რომ რიგითი მოქალაქე არ არის, მაშინვე გასაგები ხდება. ძვირადღირებული ავტომობილიდან ჯერ პირადი მცველი გადმოდის, მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებს და როდესაც რწმუნდება, რომ იქ არავინ არის, უკანა სავარძელზე მყოფს კარს უღებს. 

დიდი შავი ქუდი

მანქანაში წინასწარ დამონტაჟებულ კამერაში კარგად ჩანს, რომ საიდუმლო შეხვედრის მთავარი ფიგურანტი, გადაყენებული  პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. პირი კი, ვინც ღარიბაშვილს თეთრი "პრადოთი" ელოდა, ჯანდაცვის ექსმინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.

ავტომობილიდან გადმოსული ექსპრემიერი, პირველი რასაც აკეთებს, აზარაშვილის მსგავსად იფარებს კეპს, თუმცა როგორც ჩანს, მეტი კონსპირაციისთვის მალევე ქუდს იცვლის და დიდ ნაქსოვ შავ ქუდს ირგებს. აშკარაა, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური, ვიღაცას ან რაღაცას ემალება. 

ქვეყნის ყოფილი მმართველების შეხვედრა ბოლომდე საიდუმლოდ რომ დარჩეს ღარიბაშვილის პირადი მცველი ტერიტორიის დაზვერვას იწყებს. გადაყენებული პრემიერი და მოხსნილი ჯანდაცვის მინისტრი, საუბარს შავნაბადაზე მდებარე სასტუმროს პარკინგზე იწყებენ, ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებიან და ცდილობენ ერთმანეთთან ახლო დისტანცია შეინარჩუნონ. რჩება განცდა, რომ საუბრის თემა იმდენად საიდუმლოა, რომ ხმადაბლა მსჯელობას ამჯობინებენ. ამ  დროს ისინი კამერის ხედვის არეალიდან გადიან, რადგან იქვე მდებარე კიბით, ტყეში მიმავალ საცალფეხო ბილიკზე ჩადიან. 

ექს-პრემიერი და გადაყენებული მინისტრი  ტერიტორიაზე, სადაც იმ წვიმიან დღეს ხალხი პრაქტიკულად არ გადაადგილდებოდა, დაახლოებით ერთ საათს ლაპარაკობენ. 

საქმეში "შაბათის ეთერის", შორი დისტანციის ხედვის კამერა ერთვება.

ტყიდან დაახლოებით ნახევარ საათში ისევ მოედნის განაპირა ნაწილში ამობრუნებული ღარიბაშვილი და აზარაშვილი, ემოციურ საუბარს  შავნაბადაზე მდებარე პარკინგზე აგრძელებენ. "შაბათის ეთერის" კამერა მათ შორი დისტანციიდან იღებს, ისინი ამ დროს ვერ გვამჩნევენ. 

ღარიბაშვილი და აზარაშვილი, თითქმის ერთ საათიანი საუბრის შემდეგ, კონსპირაციულ შეხვედრას შავნაბადაზე,  მოულოდნელად წყვეტენ. ორივე ცალ-ცალკე მანქანით მიდის. 

ექსპრემიერის გაქცევა

ღარიბაშვილი შავნაბადაზე საკუთარი "აუდით" არ მისულა - ანუ ავტომობილით, რომლითაც ყველგან გადაადგილდება. საიდუმლო გადაადგილებისთვის მან დაცვის სამსახურის კუთვნილი "ლექსუსი" შეარჩია. კონსპირაციული შეხვედრის დატოვების შემდეგ, "შაბათის ეთერის" მანქანა გადაყენებული პრემიერის ავტომობილს უკან გაჰყვა. ამ დროს დაცვა ამჩნევს, რომ ისინი დავაფიქსირეთ. შეშინებული ექსპრემიერის ავტომობილი, ტერიტორიიდან ისე გარბის, რომ კრწანისის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადადის და გორგასალზე, ცენტრალურ გზაზე, მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადის. 

ექსკლუზიური კადრები "შაბათის" გუნდმა ზურაბ აზარაშვილის გათავისუფლებიდან ხუთ დღეში გადაიღო. ეს ის დროა, როდესაც კობახიძეს ღარიბაშვილისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ მის ხალხს ასე მალე არ გაუშვებდა, თუმცა მოქმედმა პრემიერმა ერთ კვირაში წმენდა მაინც დაიწყო.

ეძებენ თუ არა ფულს გაშვებულების სამალავებში, აქვთ თუ არა ეჭვი რომ იმაზე მეტი წაიღეს ვიდრე ეკუთვნოდათ? 
შეხვედრის კადრების გადაღებამ ყოფილი მინისტრი ისე დააბნია, რომ ზურაბ აზარაშვილი ავტოფარეხში ჩაიკეტა. ზურაბ აზარაშვილს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტრო ებარა. ის ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. აზარაშვილი ყოფილი პრემიერის ნდობით აღჭურვილი მინისტრი იყო, ისინი ერთად ჯერ "ქართუში" მუშაობდნენ, მოგვიანებით ღარიბაშვილმა დანიშნა იგი "დელტაშიც". ჯანდაცვის მინისტრობამდე, ღარიბაშვილის მოადგილე იყო თავდაცვაშიც. აზარაშვილის ხელში ტრიალებდა წელიწადში 7 მილიარდი ხალხის ფული.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა