Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ

ნახვები: 581 ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ

მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ და როგორ ხდება, რომ პორტამდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, ბენზინგასამართ სადგურზე კი საწვავის ფასი ორმაგდება? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა.

„ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან - რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს იგივე რაოდენობის საწვავში 62 ლარის გადახდა უწევთ. როგორ ხდება, რომ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ფაქტობრივად ათი ლიტრი საწვავი მოპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც საწვავს ყოველდღიურად მოიხმარენ. შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ - რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ საქართველომდე 1.65 ლარად მოდის - ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი 1.65 ლარი ჯდება და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად 200 მეტრში უკვე საწვავი სამი ლარი და მეტია. ფაქტობრივად, ეს არის ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირა საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა