ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„ოპენჰაიმერი“ წლის საუკეთსო ფილმად დასახელდა

ნახვები: 692 „ოპენჰაიმერი“ წლის საუკეთსო ფილმად დასახელდა

„ოსკარის” 96-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ოპენჰაიმერი“ დასახელდა.

„ოპენჰაიმერმა“, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, შვიდი „ოსკარი“ მოიგო - საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟის და კინემატოგრაფიის ნომინაციებში გაიმარჯვა.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ კრისტოფერ ნოლანმა მიიღო, ფილმისთვის „ოპენჰაიმერი“.

ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ემა სტოუნს გადაეცა ფილმისთვის „საბრალონი“ (Poor Things), საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი კილიან მერფი დასახელდა ფილმ „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ და'ვაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა, ფილმისთვის The Holdovers. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი რობერტ დაუნი უმცროსმა გაიმარჯვა ფილმისთვის, „საბრალონი“.

გასული წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა - „ბარბი“ „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო „შემოდგომის ანატომიას“ გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა უკრაინული ფილმი - „20 დღე მარიუპოლში“.

„ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა