Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზელენსკი - მშვიდობის საინაგურაციო სამიტზე რუსეთის მონაწილეობა არ განიხილება

ნახვები: 579 ზელენსკი - მშვიდობის საინაგურაციო სამიტზე რუსეთის მონაწილეობა არ განიხილება

უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე.

„მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება - მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი… რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს: ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს არ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება იმ ხალხის დაპატიჟება, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. შედეგის მიღება გვსურს. სამართლიანი მშვიდობის შედეგის და სამართლიანის სწორედ უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ „თავდაპირველად მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და შედეგი ექნებათ [მშვიდობის პირველი სამიტის შედეგად]“.

„მხოლოდ მერე ჩართავენ რუსეთის წარმომადგენლებს - სწორედ მათ, ვინც მზად იქნება სამართლიანი მშვიდობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე იმავე პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მშვიდობის სამიტს უმასპინძლოს რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა