Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო

ნახვები: 577 მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო

პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარეზე „ბულინგი“ და მორალური თავდასხმა მიმდინარეობს, ხოლო ამის მიზანი მისი გადადგომაა.

„პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რაც ჰქონდა დაგეგმილი, რომ თავის ტელევიზიებით, „ფეიკებით“ უნდა დაებულინგებინა თავმჯდომარე. მისი დავალებით, ცესკოს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზეც რომ არაფერი ვთქვათ, შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა რომ დაებრალებინათ, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს, წარმოიდგინეთ რა მდაბიოობას სჩადიან. თურმე ამ მიმართულებით თავდასხმა და ბულინგი იყო დაგეგმილი, რომ ის გადამდგარიყო, მათ შორის, რომელიღაც თქვენმა კოლეგამ მითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ რაღაც მსგავსი მინიშნებაც გააკეთაო, მგონი, ფიზიკურ თავდასხმაზე ინფორმაციასაც ადასტურებს. ფიზიკური ან მორალური თავდასხმით თუ გადააყენებდნენ, კონკრეტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი - სიორიძე წარმართავდა ცესკოს საქმიანობას. ფიზიკური თავდასხმის საფრთხის ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავრცელდა, მაგრამ მორალური თავდასხმა უკვე დადასტურდა - ხაზარაძის ტელევიზიამ განახორციელა. მინიმუმ მორალური თავდასხმა არის დადასტურებული, შესაბამისად ეს იყო დაგეგმილი და მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო. ნაცებმა და ხაზარაძემ ერთად იკადრეს ერთად, რომ PVT გააყალბებინეს ESFED-ს და არჩევნებს რას უზამდნენ? ხომ ხელის გულზე დევს ყველაფერი. უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტის ვეტოც იმავეს ემსახურება, ეს არის თემის მოტრიალება, რომ რამენაირად იგივე სქემა მოიყვანონ ძალაში, რომ ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო”, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა