ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია

ნახვები: 501 ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია

ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ელჩის გაწვევის მიზეზია ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო სავარაუდოდ ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.

„გაერო-ში ჩვენს ელჩს, გილად ერდანს მოვუწოდე, დაბრუნდეს ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის, ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ანგარიშის განსახილველად უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ანტონიუ გუტერეშის ოფისი და განაცხადეს, რომ გენერალურ მდივანს არასდროს უბრძანებია, ანგარიში გასაიდუმლოებულიყო.

„გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში, რათა შეესწავლა სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერაქტებთან არის დაკავშირებული“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა