Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - უნდათ, ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბონ და ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენონ

ნახვები: 580 პაატა მანჯგალაძე - უნდათ, ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბონ და ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენონ

ამ დოკუმენტის მიზანი არის ცრუ საქმე, მეტი არაფერი, სინამდვილეში შინაარსი არ გააჩნია - უნდათ, ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბონ და ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენონ, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არ ახორციელებს არანაირ მოკვლევას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნული დოკუმენტით „დეკორატიული ცვლილებები" შემოაქვს.

„რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს - "ქართული ოცნება" აგრძელებს თვალთმაქცობას ვითომ რეკომენდაციებს და 9 პირობას ასრულებს, მაშინ როდესაც პირდაპირ არის მოთხოვნილი, რომ უწყება უნდა იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ კორუფცია პირდაპირ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ასევე, უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. მათ შექმნეს უწყება საგამოძიებო ფუნქციების გარეშე და თან მთავრობაზე დამოკიდებული.

ბიძინა ივანიშვილი ფლობს საქართველოში რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას და ოფშორებში კიდევ ამდენს, დაინტერესდა თუ არა „დამოუკიდებელი" ანტიკორუფციული ბიურო ბიძინა ივანიშვილის ფირმებით? ბიძინა ივანიშვილი დიახაც, არის პირი, რომელიც გათანაბრებულია პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთან. ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველათი დაინტერესდა, წარმოგიდგენიათ? ეს სამსახური რაღაც რეპრესიულ სტრუქტურად უნდა ჩამოაყალიბონ და უნდა გამოიყენონ ოპოზიციის დევნისთვის, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არ ახორციელებს არანაირ მოკვლევას," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა