ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი იხდის სასჯელს და არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს

ნახვები: 477 მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი იხდის სასჯელს და არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს

კონკრეტული დამნაშავე იხდის სასჯელს და არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს, საქართველოს სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მსგავსი ინიციატივები პროვოკაციულია.

„მიმაჩნია, რომ ასეთი ინიციატივები ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მხრიდან, ანგაჟირებულზე მეტად საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული ევროპარლამენტარებისგან პროვოკაციულია. არ ვიცი, ვინმე თუ აცნობიერებს იმ გარემოებას, რა რეპუტაცია აქვს მიხელ სააკაშვილს საქართველოში, რა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის საქართველოში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს. ალბათ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ ინიციატივებს, რადგან შეიძლება, ძალიან სერიოზულად დააზიანოს პროევროპული განწყობები საქართველოში. არ ვიცი, ამას თუ აცნობიერებს ვინმე, ვინც ასეთი ტიპის ინიციატივებს აყენებს. არ ვიცი, ვინც მსჯელობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მაგალითად, იმ ფოტოებით, რომლებიც იყო სრული სპეკულაცია და ფარსი. გამომზეურდა, რომ არც დემენციას ჰქონდა ადგილი, არც მოწამვლას და ა.შ. ყველასთვის გასაგებია, რომ უბრალოდ კონკრეტული დამნაშავე იხდის სასჯელს და არცერთ შემთხვევაში არავის აქვს უფლება, უპატივცემულოდ მოექცეს საქართველოს სასამართლოს, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი საზოგადოების, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას. ამიტომ არ აქვს უფლება არც ფოტიგას და არც არავის სხვას, ვინც ავანტიურისტულად უყურებს ქართული საზოგადოების პოზიციებს, მის შეხედულებებსა და პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა