ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ

ნახვები: 480 ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზღვართან ვიზიტი ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას, დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ის მიგრაციის პოლიტიკას სერიოზულად ეკიდება, ხოლო ტრამპისთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ყურადღების ცენტრში მოაქციოს ის საკითხი, რომელიც მისი მთავარი აქცენტია პოლიტიკურ კარიერაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილს ეწვევა, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასს.

ტრამპი და რესპუბლიკელები ბაიდენს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მცირეა იმის ფონზე, რისი გაკეთებაც ბაიდენს აქამდე შეეძლო მიგრაციის პოლიტიკის კუთხით და საზღვართან ჩასვლას ძალიან დაგვიანებულს უწოდებენ. ასევე, მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა და რომელსაც დემოკრატები უჭერდნენ მხარს, საუკეთესო შემთხვევაში არაეფექტური იქნებოდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, მათივე ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიადაგის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო, თუმცა გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობა ტრამპს აქვს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა