Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მეთიუ მილერი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა

ნახვები: 578 მეთიუ მილერი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რადგან სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

„ისინი განაგრძობენ ბრძოლას მამაცურად. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ უწევთ ამის გადანაწილება, რადგან აშშ-ის კონგრესმა ვერ მიიღო ზომები“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მილერის განცხადებით, აშშ ელოდება, რომ უკრაინული ჯარები განაგრძობენ გაბედულ ბრძოლას, მაგრამ მათ ბევრად უფრო გაუჭირდებათ, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს უკრაინის დახმარების დაჟინებით მოთხოვნას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს ეს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს“, – დასძინა მილერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა