ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

ჯონ კირბი - უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

28.02.2024 ნახვები: 449

უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჯონ კირბიმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

კირბის განცხადებით, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, არის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილი.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია. მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ „საფრანგეთს შეუძლია, ჯარების გაგზავნა უკრაინაში კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად“.

მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლშიც და აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტს „გარდაუვალად“ აქცევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა