ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

„Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024“ - თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

ნახვები: 614 „Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024“ - თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა. 

ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisi ჩატარდა, რომელიც, თიბისის მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ თიბისი კაპიტალის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ის მოვლენები მიმოიხილეს, რომლებიც 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი; საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.

2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ინგლისურ ენაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა