მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ალექსეი ნავალნის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე გაცვლა იგეგმებოდა

ნახვები: 620 ალექსეი ნავალნის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე გაცვლა იგეგმებოდა

ალექსეი ნავალნის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გაცვლა იგეგმებოდა.

„ის უნდა გაეცვალათ ზუსტად ამ დღეებში. პუტინს შეთავაზება გაუკეთეს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.

თავის მხრივ, ნავალნის თანამოკავშირე მარია პევჩიხ იუთუბ-ზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ განიხილებოდა ნავალნის და აშშ-ის ორი მოქალაქის გაცვლა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული „ფეესბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.

„მე 15 თებერვლის საღამოს მივიღე დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ სტადიაზე იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, – აცხადებს პევჩიხი.

მანამდე, გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერდა, რომ ნავალნის გარდაცვალებამდე მის გაცვლის საკითხს აშშ, რუსეთი და გერმანია განიხილავდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა