Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს

ნახვები: 578 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს

პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, რომელიც ჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა. მე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ვაფასებ. მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში. მხოლოდ ამ გზით დადგება მშვიდობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა