Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის - ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება

ნახვები: 579 ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის - ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დასავლელ ლიდერებთან ერთად ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლას გავიხსენებთ, არა როგორც ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰოსტომელის აეროპორტი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის, არამედ მისი მრეწველობისა და გამომგონებლობის სიმბოლოა.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტი, რათა უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავადასტუროთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა