ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში

ნახვები: 508 პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ყურადღებით აკვირდებიან.

ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლიტიკაში პირადი ინტერესი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება.

„დეოლიგარქიზაცია ნიშნავს გადაჭარბებული პირადი ინტერესის გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის ძალიან ინკლუზიური სისტემური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში.

სამუშაო გრძელდება. მოხარული ვარ, რომ საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა. რამდენად სწრაფად გადავალთ შემდეგ ეტაპებზე, მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია. შემიძლია, ისევ და ისევ ვიმეორო, რისი ნახვა გვინდა. ეს არის ეროვნული ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში, რაც ნიშნავს მმართველი უმრავლესობის ნაწილის ინკლუზიურობას და ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომას. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ზურგი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, როგორც გასულ დეკემბერს აღვნიშნეთ კანდიდატის სტატუსი, ამ დეკემბერს აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ, მოგცეთ რჩევები, მაგრამ საქმე თავად ქართველებმა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა ჰერჩისნკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა