ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობაა, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე

ნახვები: 561 ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობაა, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე

ყველას პასუხისმგელობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება, რასაც იზიარებს მმართველი პარტია.

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს, თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი, გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში. რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგელობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და, ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას.

ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ე.წ. ვეიტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. „ვეიტინგი“ ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს არგუმენტები, ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. „ვეიტინგი“ არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და, არამხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა