ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი იბრძვის საზოგადოების მოსატყუებლად

ნახვები: 530 მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი იბრძვის საზოგადოების მოსატყუებლად

„ნაცები“ ცდილობენ, აბსურდის თეატრში აცხოვრონ ქართული საზოგადოება. ტყუილები დამთავრდა, დიდი ხანია, ეს კინო უკვე ვნახეთ, სააკაშვილი არის ბნელი წარსული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მათ საქართველოში ეროვნულობის და ევროპულობის ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდათ, თუმცა ამას არ დაუშვებენ.

„საქართველო არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დემენცია ძალიან მარტივად, ძალიან მალე და ყოველგვარი კვალის გარეშე იკურნება. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა და „ვივამედი“ პირველი კლინიკა, სადაც დემენცია განიკურნა ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე. არანაირი პრობლემა აღარ აქვს და ისე, რომ ადამიანს შეუძლია, გახდეს პოლიტიკური ლიდერი, გამოვიდეს და რევოლუციურ პროცესებში ჩაერთოს, ამის ძალაც ჰქონდეს. „ნაცები“ ცდილობენ, ამ აბსურდის თეატრში  აცხოვრონ ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ეს ტყუილები დამთავრდა, დიდი ხანია, ეს კინო უკვე ვნახეთ, ჩაიარა და სააკაშვილი არის ბნელი წარსული, ხოლო ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა მომავალზე, რომელიც უნდა იყოს ნათელი, ევროპული, ღირსეული, ეროვნული იმავდროულად, რადგან ამ ორი რაღაცის გამიჯვნა უნდათ ერთმანეთისგან. ეროვნულობის და ევროპულობის გამიჯვნა უნდათ საქართველოში ერთმანეთისგან. კითხვები და პასუხებიც, გამოსვლებიც, მათი ქმედებებიც და მესიჯბოქსებიც ამაზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ“.

მდინარაძის თქმით, „ეს არის კრიმინალის დემაგოგიური განცხადება, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მოატყუოს ქართული საზოგადოება“.

„მისი მოსატყუებელი კბილები თავად მან დააძრო და დატოვა უკბილოდ ბევრი ძალიან მნიშველოვანი და ღირსეული ადამიანი. აღარ მოტყუვდებიან ეს ადამიანები. 2012 წლის შემდეგ, ადამიანების მოტყუება შეუძლებელია. რაც უნდა იკადრონ მისმა მიმდევრებმა, მაინც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა