Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ასლან ბჟანია - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს

ნახვები: 577 ასლან ბჟანია - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, „მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, რომ ამით ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა შეიძლება“.

„ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა