ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებს

20.02.2024 ნახვები: 463

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებს და ამის გამო სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ წარადგინა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 84 კანონპროექტიდან 64 დღემდე არ განხილულა და ინიცირებული საკითხები განსახილველად არც კომიტეტებში გადის.

გოცირიძემ სესიაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რამ არც ერთი წინა პარლამენტის საქმიანობის დროს არ მომხდარა.

ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობა მათ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

საკანონმდებლო ინიციატივის დაბლოკვის პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიცია შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას ითხოვს:

“საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რაც უზრუნველყოფს ყველას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებელია პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ უფლებამოსილება ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის გზით. საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება.

ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს.

საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებები, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.

განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური, სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადოებისთვის სხვა აქტუალური ინიციატივები.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი აცხადებს:

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა;

საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარტით მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ;

საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანა;

საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად;

საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილველად დატოვების პრაქტიკა;

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი. ამ მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას“, - ნათქვამია ოპოზიციის მიერ მომზადებულ პარლამენტის რეზოლუციის პროექტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა