ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

მაია ბითაძე ოპოზიციას - ღმერთმა აცხონოს ნავალნის სული, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი ტყვეობაში იღუპება

20.02.2024 ნახვები: 475

ღმერთმა აცხონოს ნავალნის სული, ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება ტყვეობაში, მაგრამ ქართველებს გვახსოვს მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა - ისევ ოკუპაცია აფხაზეთის და ოსეთის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეწყდეს ყოველდღიური ფეტიში რუსეთისა და პუტინისადმი.

„ღმერთმა აცხონოს ნავალნის სული, ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება ტყვეობაში, მაგრამ ქართველებს გვახსოვს მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა. ისევ გველოდა ოკუპაცია აფხაზეთის და ოსეთის და ისევ გველოდა რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელიც მას არ შეუწყვეტია საუკუნეებია და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი, ყოველ დღე ახსენებთ რამდენჯერმე ამ ადამიანებს და დაგვანებეთ თავი, არაერთხელ გთხოვეთ.

ასევე რაღაცებს რომ ლაპარაკობს ჩვენი ერთ-ერთი მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ვაშაძე, მაინტერესებს ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის რანგში რომ ვართ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი, ამაზე გსმენიათ? საერთოდ გსმენიათ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია ეს პარტია და ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს დღეს ? გაცვდა მეგობრებო ეს ნარატივი!“- მიმართა ბითაძემ საპარლამენტო ოპოზიციას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა