ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება

ნახვები: 532 ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება

ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება, სურთ ნავალნისთან პარალელები გაავლონ - ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. სამხარაძის განცხადებით, ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი.

“პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ, მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ პარალელები გაავლონ. ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს პრეზიდენტი. მინდა საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს არის ერთი დიდი კამპანია,“- განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა