მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს

ნახვები: 621 გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს

ის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, არ არის მხოლოდ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ეს არის სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სიკორსკიმ ზურაბიშვილს მოუწოდა, წვლილი შეიტანოს სააკაშვილის გათავისუფლებაში.

„პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს. ორჯერ ორი ოთხია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს მართებს, ამ კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს. იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და ეს გადაწყვეტილებებიც იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი არის ხალხის ხელში.

„როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. ერთი რამ მთავარია და კონსენსუსია, რომ მატყუარა ივანიშვილის პარტია, რომელიც ტყუილებს იგონებს, უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. ხელისუფლება, რომელიც მიუნხენში არ მიდის, რომ ჩვენი ინტერესები დაიცვას და იცავს მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს. ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენ გვინდა ძლიერი ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებული საქართველო, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა