Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO-ს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“ - შოლცი

ნახვები: 578 „პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO-ს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“ - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ არ სურთ NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტი. თუმცა, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

"რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ.

რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია. სწორედ ამიტომ ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები უნდა იყოს სანდო. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის. ამ მიზნით ყველა ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას, შეთანხმდა, რომ ჩვენ არ გავგზავნით სამხედროებს უკრაინაში. თუმცა, ამასთან ერთად პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის კი აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება NATO-ს ფარგლებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის იმდენი, რამდენიც არასდროს გაგვიკეთებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ მომავლისთვის," - თქვა შოლცმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა