Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან იზორია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყველა შეხვედრისას ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ნახვები: 577 ლევან იზორია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყველა შეხვედრისას ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ძალიან დადებითად შეიძლება, შეფასდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ილია დარჩიაშვილმა საინტერესო შეხვედრები გამართა და ყველა შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მთავრობის მონაწილეობა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მიუნხენში ტარდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ამ შეხვედრების ფარგლებში ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მაქსიმუმი გაკეთდება, რათა წელსაც გვქონდეს წინსვლა პროცესში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებებს, რაც სრულიად ახალ დინამიკას სძენს ურთიერთობებს. ახლო მომავალში დაიგეგმა ამ ურთიერთობების გაღრმავება. მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა ასევე საფრანგეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან. საუბარი იყო სტრატეგიული დიალოგის განახლებაზე, რომელიც ახლო მომავალში შედგება. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში. ეს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს მოიცავს, არამედ სრულიად ახალი, დიდი, ევროპული განზომილება შეიძინა, სადაც გერმანია, როგორც ლიდერი სახელმწიფო, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იჩენს ჩვენ ქვეყანის მიმართ. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნა გაცხადებული. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და შევასრულოთ ცხრა რეკომენდაცია. მაქსიმალურად პოზიტიურად მიდის პროცესი. მთავარია, წლის განმავლობაში ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. ასე რომ, ძალიან დადებითად შეიძლება, შეფასდეს ვიზიტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა განახორციელა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა