Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლაშა ტუღუში - ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი - ჩვენ რეფორმები რეალურად გვჭირდება

ნახვები: 579 ლაშა ტუღუში - ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი - ჩვენ რეფორმები რეალურად გვჭირდება

ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი - ჩვენ რეალურად გვჭირდება რეფორმები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის ჩართული, პროცესს აზიანებს, ამიტომ მან პარლამენტს მოუწოდა, მოიწვიონ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებსაც საკუთარი წინადადებები და კონცეფციები გააჩნიათ.

„აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აქვს მოცემულო ვენეციის კომისიას, ეუთო/ოდირს, ევროკომისიას იმისათვის, რომ ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგათ. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებში შევიდეთ, მაშინ ის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ პროცესს. ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი, ეს უნდა იყოს რეალური პროცესი. ჩვენ რეალურად გვჭირდება რეფორმები სასამართლოსი, ასევე ანტიკორუფციული სისტემის რეფორმებიც აუცილებლად გვჭირდება“, - განაცხადა ტუღუშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა