Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვლადიმერ პუტინი - ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ

ნახვები: 581 ვლადიმერ პუტინი - ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

„მე არ მითქვამს, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება. საუბარი ეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ გაფართოებას, რომელში გაწევრიანებასაც კიევი გეგმავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებდა და გვაწუხებს უკრაინის ნატო-ში შეთრევის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“, - აღნიშნა პუტინმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა