მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ჯეიკ სალივანი - ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ

ნახვები: 620 ჯეიკ სალივანი - ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ

აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს ეწურებათ საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანმა კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, კანონპროექტი კენჭისყრამდე სწრაფად მიიტანოს და გამოთქვა იმედი, რომ მას ორივე მხარის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

„ზარალს ყოველდღე განიცდიან როგორც უკრაინელები, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად მატულობს ისევე, როგორც ჩვენი უმოქმედობის ხარჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ, თუ როგორ აგროვებენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები საბრძოლო მასალას ან მათ საბრძოლო მასალები რომ საერთოდ არ აქვთ. რუსები აგრძელებენ სახმელეთო და საჰაერო შეტევას, ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, კონგრესი არ დაამტკიცებს და ამის მიზეზი არის ის, რომ კანონში არ შევიდა აშშ-ის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა