ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჯოზეფ ბორელი - მოსკოვმა უკრაინაზე მორიგი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს

ნახვები: 637 ჯოზეფ ბორელი - მოსკოვმა უკრაინაზე მორიგი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინაზე კიდევ ერთი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტისას მან დაინახა, რომ ხალხი მტკიცეა ბრძოლის გაგრძელების თვალსაზრისით და რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან, აქვთ საკმარისი მოტივაცია.

„თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. ის, რასაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააკეთებენ უახლოეს თვეებში, რათა უკრაინას მიაწოდონ ინსტრუმენტები რუსული თავდასხმის წინააღმდეგ, გადამწყვეტი იქნება უკრაინის და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ითანამშრომლონ თავდაცვის კომპანიებთან და პრიორიტეტულად მიიჩნიონ უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა