ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნახვები: 633 ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა

წარმატებულად დაიწყო ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის. პირველივე დღეს, პირველივე წონაში რამინ შამილიშვილმა (-55 კგ) გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

რამინმა ატაცში 111 კგ დაძლია და ერთით ჩამორჩა თურქ მუამერ შაჰინს. შედეგად, ამ მოძრაობაში ვერცხლის მფლობელი გახდა.

აკვრაში სამივე ცდა გაუცუდდა ატაცის ჩემპიონ შაჰინს, შესაბამისად, რამინის ჩემპიონობის შანსმაც იმატა. მან მეორე მისვლაზე 130 კგ დაძლია, მესამე ცდა კი გაუცუდდა. შამილიშვილის შემდეგ ფიცარნაგზე ავიდა ბულგარელი ანგელ რუსევი, რომელმაც 135 კგ ასწია და ოქრო მოიგო როგორც აკვრაში, ასევე – ორჭიდში.

შამილიშვილს ორჭიდის ჯამში – 241 კგ დაუგროვდა, ხოლო გოდერძი ბერდელიძეს – 230 და გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა