მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან

12.02.2024 ნახვები: 658

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე არიან.

დაკავებულები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ინაიშვილი და გვიანიძე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა განუცხადა, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

დაკავებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატი კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.

ამავე საქმეზე 2023 წლის 27 ივლისს სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა