Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

თავდაცვის ახალი მინისტრი ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებაზე - არავინ არაფერს შესწირვია - ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე მე მივიღე

12.02.2024 ნახვები: 571

ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვას, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ჰკითხეს, საგამოძიებო უწყებების მხრიდან თუ გახდება შესწავლის საგანი ლელა ჩიქოვანის მიერ აშშ-ში ნაყიდი სახლი. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„ლელა ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი. მას მადლობა ვუთხარი გაწეული საქმიანობისთვის. იცით, რომ ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს სახელმწიფო სამსახურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ამ შინაარსის სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება...

არავინ არაფერს შესწირვია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. მეორე მხრივ მინდა გითხრა, როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებული. მე წარვადგინე სხვა შემადგენლობა, დამატებითი წარდგენები კიდევ იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შვილი თავდაცვის უწყებაში რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა