ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება

ბექა ლილუაშვილი - „ლელოს“ საარჩევნო კამპანიის შეფასებაში არ შევდივარ, მაგრამ ეგრე სად არის, არჩევნების მერე აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო ცხოვრება

12.02.2024 ნახვები: 629

ეგრე სად არის, ქვეყნის უკან დახევაში მონაწილეობა მიიღე, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგი და რადგან ბევრი რესურსი გაქვს, აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო ცხოვრება - ივანიშვილმა, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელმა ამ ძალის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში წავა.

ლილუაშვილის თქმით, რომელიმე პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად იქნება, ხოლო ივანიშვილს კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.

„ლელოს“ საარჩევნო კამპანიის შეფასებაში არ შევდივარ, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას, „ოცნება“, განსახიერებული ივანიშვილით, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ გაქრება. ის უნდა გადავიდეს ოპოზიციაში და თავის პასუხისმგებლობა დაიტოვოს. ეგრე, სად არის, ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყნის უკან დახევაში მონაწილეობა მიიღე, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგი და იმის გამო, რომ ბევრი რესურსი გაქვს, აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება. არა, მან, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელმა ამ ძალის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, პოლიტიკურიც, სამართლებრივიც, ყველანაირი.

არავის გადასაწყვეტი, არც „ლელოსი“ და არც სხვისი არ არის ის, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. „ოცნება“ ოპოზიციაში რომ გადავა 2024 წელს, როგორ გგონიათ, უნდა აორთქლდეს?! ის დარჩება ბუნებრივია, შეიძლება დაიშალოს, ერთ, ორ ან 10 ნაწილად. იგივე ივანიშვილს იმდენ რამეზე აქვს პასუხები გასაცემი, იმდენი პასუხისმგებლობა აქვს ასაღები, მათ შორის, პოლიტიკურიც, შესაძლოა სამართლებრივი, სად უნდა წავიდეს?!“- განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა