უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის

12.02.2024 ნახვები: 608

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებული ძლიერი სამთავრობო გუნდით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია. უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა